კომაროვის ,,შაბათის სკოლის’’ მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ,,შაბათის სკოლის'' პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ, მოსწავლეებმა ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, სხვადასხვა სასარგებლო უნარ-ჩვევა გამოიმუშაონ.


დაჯილდოვებაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა, ოლიმპიადაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, რათა მოსწავლეები კონკურენტუნარიან გარემოში ცოდნის რეალიზებას მიეჩვიონ და მეტი მოტივაციით განაგრძონ შემეცნების პროცესი.



2024-2025 სასწავლო წლის ,,შაბათის’’ სკოლის მე-6 კლასის ოლიმპიადაში გამარჯვებულებს დიპლომები, ხოლო I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფულადი პრიზებიც გადაეცათ.



კომაროვის სკოლა თითოეულ პედაგოგს უხდის მადლობას გაწეული შრომისთვის და მოსწავლეებს უსურვებს უწყვეტ  განვითარებას!


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784